ანგარიშის მომსახურება და ვერიფიკაცია იურიდიული პირებისთვის

იურიდიული პირის ევროპული ბიზნეს ანგარიშის გახსნამდე აუცილებელია კომპანიის ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე პასუხისმგებელი პირი ფლობდეს Paysera-ს ევროპულ ანგარიშს.

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად დაკმაყოფილებულია ყველა მომდევნო პირობა:

1.იურიდიული პირი რეგისტრირებულია საქართველოში ან შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ისრაელი, ნორვეგია, შვეიცარია, აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, შენგენის ზონის ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
2.წარმომადგენელი/წამომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირი (დირექტორი) არის საქართველოს ან N1 პუნქტში მითითებული ქვეყნების მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.
3. მფლობელობით სტრუქტურაში ყველა იურიდიული პირი არის საქართველოში ან N1 პუნქტში გათვალისწინებულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირი.
4. საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე არის საქართველოს მოქალაქე ან N1 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე ფიზიკური პირი.

შენიშვნა! მინდობილი პირის მიერ Paysera ევროპული ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად, გთხოვთ, მიაკითხოთ პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურების ცენტრს.




ტარიფები ბიზნესისთვის



კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთ SEPA ქვეყანაში, ალბანეთში ან კოსოვოში და არ არის რეგისტრირებული ოფშორულ ზონაში ან არ წარმოადგენს ფინანსური ინსტიტუტს

მომსახურება ტარიფი
ანგარიშის განხსნა ან დახურვა ( მხოლოდ ლიეტუველებისთვის) უფასო
ანგარიშის გახსნა ან დახურვა Paysera-ს ფილიალში (გარდა პეისერა ბანკი საქართველოსი) >3,00  EUR
ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო უფასო
ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო კომპანიებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ლატვიაში 4,50 EUR
ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო კომპანიებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ესტონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში 3,00 EUR
ბულგარეთში რეგისტრირებული კომპანიებისთვის აკუმულაციური ანგარიშის გახსნა.
საკომისიო გადაიხდება ერთჯერადად საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე.
10 EUR ბულგარეთის მოქალაქეებისთვის და/ან კომპანიებისთვის - როდესაც დირექტორი და/ან აქციონერი(ები) არიან ბულგარეთიდან.

 

70 EUR EU/EEA მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის - როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) არიან EU/EEA ქვეყნებიდან.

 

150 EUR მოქალაქეებისა და/ან კომპანიებისთვის, რომლებიც არ არიან EU/EEA წევრი - როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) არ არიან EU/EEA ქვეყნებიდან.

ლატვიაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის აკუმულაციური ანგარიშის გახსნა
საკომისიო გადაიხდება ერთჯერადად საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე.
10 EUR ლატვიის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის – როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) არიან ლატვიიდან.

 

70 EUR EU/EEA-ის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის –როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) არიან EU/EEA ქვეყნებიდან.

 

150 EUR EU/EEA-ის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის – როდესაც დირექტორი და/ან აქციონერი(ები) არ არიან EU/EEA-ის ქვეყნებიდან.

შვედეთში რეგისტრირებული კომპანიებისთვოს ანგარიშის გახსნა
საკომისიო გადაიხდება ერთჯერადად საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე.
10 EUR შვედეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის – როდესაც დირექტორი(ები) და/ან აქციონერი(ები) არიან შვედეთიდან.
უმოძრაო ანგარიშის საკომისიო* 5,00 EUR
გაკოტრებული ან ლიკვიდირებული კომპანიის თანხების გადარიცხვის/მომსახურების საკომისიო 50,00 EUR

კომპანია, რომელიც არ არის რეგისტრირებული ერთ-ერთ SEPA ქვეყანაში, ალბანეთში ან კოსოვოში და არ არის რეგისტრირებული ოფშორულ ზონაში ან არ წარმოადგენს ფინანსური ინსტიტუტს

მომსახურება ტარიფი
იურიდიული პირებისთვის Paysera-ს ფილიალში ანგარიშის გახსნა და დახურვა 10,00 EUR
ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 3,00 EUR
ანგარიშის მომსახურების საკომისიო, როდესაც მომხმარებელი არ შესულა საკუთარ ანგარიშზე ან არ შეუსრულებია ერთი საგადახდო ოპერაციაც კი 2 წლის მანძილზე 5,00 EUR

"ოფშორული კომპანია" ან "ფინანსური ინსტიტუტი"

მომსახურება ტარიფი
იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა ან დახურვა დისტანციურად ან Paysera-ს ფილიალში (მხოლოდ ლიეტუველებისთვის) 100,00 EUR
ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო 10,00 EUR
უმოძრაო ანგარიშის მომსახურების საკომისიო * 10,00 EUR

*თუ კლიენტი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაივლის ავტორიზაციას სისტემაში/არ შევა საკუთარ პროფილზე და არ შეასრულებს გადახდის ოპერაციას, Paysera მიიჩნევს, რომ სისტემაში არსებული პროფილი და ანგარი(ებ)ში არ გამოიყენება (უმოძრაოა).
  • თუ პროფილი და ანგარიშ(ებ)ი უმოძრაოა და ანგარიშებზე არ არის ფულადი სახსრები, Paysera-ს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და დახუროს პროფილი და ანგარიშ(ებ)ი, უმოძრაო პროფილისა და ანგარიშების შესახებ კლიენტისთვის 30 დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
  • თუ ერთ უმოძრაო ანგარიშზე მაინც განთავსებულია ფულადი სახსრები, Paysera არ დახურავს პროფილს და შეუძლია დახუროს მხოლოდ ანგარიში, რომელზედაც არ არის თანხა.
  • თუ კლიენტის პროფილი და ანგარიშ(ებ)ი მასზე არსებული ფულადი სახსრებით დარჩება უმოძრაო ორი წლის განმავლობაში, Paysera იწყებს საკომისიოს დარიცხვას უმოძრაო პროფილისა და იმ Paysera ანგარიშ(ებ)ის ადმინისტრირებისათვის, რომელზედაც განთავსებულია ფულადი სახსრები.




*** საკომისიო გამოითვლება კალენდარული თვის ანგარიშზე არსებული საშუალო თანხის მიხედვით, ირიცხება თვეში ერთხელ.





იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურის შესრულება აუცილებელია Paysera-ს ევროპული ბიზნეს ანგარიშის სრული მომსახურების მისაღებად.

მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურის გავლის ტიპი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ფორმა****
მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია პეისერა ბანკ საქართველოს მომსახურების ცენტრში ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა სამართლებრივი აქტებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოებული იურიდიული პირების ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოპოვებული დოკუმენტისა) ბანკს წარედგინება ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით
მომხმარებლის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა Paysera სისტემის მეშვეობით
ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები უნდა იყოს ატვირთული სისტემაში იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლის პროცესში. ბანკი უფლებამოსილია ოფიციალურ რეესტრზე პირდაპირი წვდომით მოიპოვოს აღნიშნული დოკუმენტაცია *****
მომსახურების ტარიფები იდენტიფიკაცია/ვერიფიკაიის გავლა დისტანციურად - უფასო,

იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლა პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურების ცენტრში - 10.00 GEL


**** წარსადგენი დოკუმენტების ზუსტი ჩამონათვალი დამოკიდებულია კომპანიის იურიდიულ ფორმაზე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.
*****იმ შემთხვევაში თუ ბანკის მიერ ვერ მოხერხდა რეესტრიდან საჭირო დოკუმენტების მოპოვება, მომხმარებელი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს დოკუმენტები ორიგინალის ან შესაბამისი წესით დამოწმებული ასლის სახით, 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მომსახურებას ახორციელებს რისკზე დაფუძნებული მიდგომის, ასევე "იცნობდე შენს კლიენტს" პრინციპის საფუძველზე. აქედან გამომდინარე ანგარიშის გახსნამდე შესაძლოა, ბანკმა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.



ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ანგარიშზე არსებული სახსრები გადაირიცხება კლიენტის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
დაბრუნდით უკან